29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 59-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 100 პაციენტი გადის, მათგან 98-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 7 პირი, საშუალო სიმძიმისაა 31.

ამბულატორიულად (თვითიზოლაციაში) გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

დღის ამბები