29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კვლავ უკიდურესად იძაბება - რატომ უხდის მადლობას ილჰამ ალიევი საქართველოს

საქართველოს მეზობლებს შორის ურთიერთობა კვლავ უკიდურესად იძაბება.

ბაქო ირწმუნება, რომ ერევანი ახალი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს პროვოკაციების დაგეგმვაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისი ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ აზერბაიჯანის ჯარი სომხეთში შევიდეს.

ვითარების ესკალაცია კავკასიაში ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს და ამ გარემოებას საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს.

შექმნილი ვითარების ფონზე, არანაკლებ საყურადღებოა თურქეთის როლიც რომელიც ღიად და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს აზერბაიჯანს.

რთულ მდგომარეობაშია საქართველო, რომელიც სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთებისთვის ერთადერთი სატრანზიტო კორიდორია. აღმოჩნდა, რომ ამ კორიდორით სარგებლობა იარაღის გადატანისთვისაც სურდათ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ არ დართო ნება მისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღი გადაეტანათ. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო მოიქცა, როგორც საიმედო პარტნიორი და ამისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

ანალიტიკოსების აზრით, საქართველომ მხარეებს მედიატორის ფუნქცია უნდა შესთავაზოს.



დღის ამბები