29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ბინების გაქირავების თაღლითური სქემა - უკვე მეორე დღეა "კურიერს" ათეულობით დაზარალებული მიმართავს

ბინების გაქირავების თაღლითური სქემის გაგრძელება "კურიერში" - გუშინ, "რუსთავი 2"-ზე გასული რეპორტაჟის შემდეგ საბროკერო კომპანია ბინის მეპატრონეებს დავალიანების გადახდას სიჩუმის ნაცვლად სთავაზობს.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები დაზარალებულებს სოციალური ქსელით ემუქრებიან. მომხმარებლებს სწერენ, რომ რეპუტაციის შელახვისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

უკვე მეორე დღეა "კურიერს" ათეულობით დაზარალებული მიმართავს.

"კურიერმა"  დღეს კიდევ ერთი ახალი ფაქტი გამოავლინა. აღმოაჩნდა, რომ ეს შალვა ანფიბიადის პირველი აფიორა არ არის. კომპანია "ქართული აქტივების" დირექტორი წლების წინ "ქართული ქონების მართვის სააგენტოს" სახელით მოქმედებდა და დამქირავებლების გადახდილ ფულს არც მაშინ უხდიდა გამქირავებლებს.

თაღლითური სქემა იგივეა, დაზარალებულთა რაოდენობა კი ყოველ დღე იზრდება.

დღის ამბები