29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ხელვაჩაურში ფუტკარაძეებს 9 შვილი ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა

ხელვაჩაურში ფუტკარაძეებს 9 შვილი ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. თბილისში კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედ-მამას ორი მცირეწლოვანი დაუბრუნდა.

ფუტკარაძეების ოჯახიდან 9 შვილი სოციალურმა მუშაკებმა იძულებით წელიწადნახევრის წინ წაიყვანეს. ბიოლოგიური მშობლებიდან ბავშვების გაყვანის მიზეზი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გახდა.

მშობლების შეზღუდული უფლება კიდევ ერთმა ოჯახმა ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბრუნა. წელიწადნახევრიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, ორი მცირეწლოვანი უკვე საკუთარ დედ-მამასთან ცხოვრობს. ფაქტი თბილისში მოხდა, როცა ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა თბილისიდან შორს, ერთ-ერთ რეგიონში მინდობით აღზრდაში გაუშვეს.

ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა სოციალური მუშაკის დისკრეციული უფლება აღარ არის. პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულმა ბავშვთა კოდექსმა ამ მიმართულებით მკაცრი რეგულაციები განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი უკვე სასამართლოს გზით გადაწყდება.

დღის ამბები