29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
კოვიდინფიცირებული პაციენტის მონახულების აკრძალვის გამო ბათუმში ექიმი სცემეს - დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრია

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ.

ექიმის ცემის ფაქტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა მოქალაქე დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა, რამაც გეგიაძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

დაზარალებული ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ნასვამი მოქალაქისთვის ცდილობდა აეხსნა, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინფიცირებულ მეგობარს ვერ შეხვდებოდა, რამაც საპასუხოდ აგრესია გამოიწვია. დღეს ექიმმა "კურიერთან" დეტალების მოყოლა არ ისურვა, თუმცა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ინციდენტის მონაწილე მალევე დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საოლქო კომისიაში ამავე პარტიის წარმომადგენელი დავით გეგიაძე იყო. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად კოვიდინფიცირებულ პაციენტთან მოითხოვდა შეხვედრას და ინციდენტი ამ ფაქტს მოჰყვა.

 

 

 

 

 

დღის ამბები