29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
კლასიკა უკვდავია - "გუგავა მოვა", ფუძემდებლები ჩვენ ვიყავით, დანარჩენები ცდილობენ გაიზიარონ - გიორგი გუგავა 

"ლეობორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ "დღის კურიერში" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საკუთარ პოსტზეც ისაუბრა, რომელიც პოლიტიკოსების საარჩევნო სლოგანებს მიუძღვნა.

როგორც გუგავამ აღნიშნა, ეს პოსტი იყო სარკაზმიც და თვითორონიაც.

"ეს იყო სარკაზმიც, კრიტიკაც, ირონიაც, თვითირონიაც და სინამდვილეც. პოლიტიკოსის მოვალეობა არის ის, სადაც დაუძახებენ მივიდეს, დაურეკავენ უპასუხოს, დაავალებენ შეასრულოს. ამის ფუძემდებლები ჩვენ ვიყავით. კლასიკა უკვდავია - გუგავა მოვა. დანარჩენები ცდილობენ ეს გაიზიარონ და ეს მისასალმებელია,"-განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი გუგავამ.

 

"გუგავა მოვა"  - საერთო ეროვნული მხიარულება გამოიწვია და ამ საარჩევნოდ რას ვხედავთ; "დაავალე მიშას", "გისმენს ალეკო", "გამოგივლის გრიშა " , "შემოგევლოს ბიძინა" და ა.შ.

მოკლედ, კლასიკა უკვდავია, გუგავა მოვა" - ეს პოსტი "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ "ფეიბუქში" გამოაქვეყნა.

დღის ამბები