29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
"მე ვიცი ბაჩანას კავშირები სუსის სტრუქტურასთან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაზარალებული ოჯახის ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს. მიხეილ რამიშვილმა დღეს თბილისის პროკურატურას გადასცა სუსის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, სადაც საუბარია გარდაცვლილი ახალგაზრდას საქმიანობის ახალ დეტალებზე.

"დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და როგორი კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. როგორ გადასცემდა გარკვეული წლების უკან ფლეშკებს და როგორ აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ეს ადამიანი მუშაობდა და იყო დაკავებული იმ სფეროში, რა სფეროც არის დაკავშირებული კომპიუტერებთან, პროგრამებთან. მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციებიც მაქვს, მე იმას არ დავმალავ, რომ ბაჩანასთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი, ამ ადამიანის სახელზე და გვარზეც, მას ჰქონდა სურვილი, რომ დღეს შევხვედროდი. მე ბაჩანაზეც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მთელი დღეა დღეს ბაჩანას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ბაჩანას უნდოდა გუშინ ამ სახელი და გვარის თქმის შემდეგ ჩემთან შეხვედრა. იმიტომ, რომ მე ვიცი ბაჩანას კავშირები სუს-ის სტრუქტურასთან,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

  

დღის ამბები