"ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" თავმჯდომარის სანდრო ბრეგაძის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთან გავრცელებულ სატელეფონო საუბარზე შეფასებები გაკეთდა არასამთავრობო სექტორში. "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს ხელმძღვანელი" გიორგი მოლოდინი ამბობს, რომ კრემლის ამოცანაა, ქართული ეკონომიკა მაქსიმალურად რუსულ ბიზნესზე დამოკიდებული გახადოს.
"კრემლის ერთ-ერთი ამოცანა არის მაქსიმალურად მჭიდროდ და ეფექტურად ჩამოკიდოს ქართული ეკონომიკა რუსულ ბიზნესს და ამით მიაღწიოს იმ მოცემულობას, როდესაც ის რთავს უკვე გარკვეული ტიპის ჯგუფს ადამიანებისას, რომელთაც აქვთ გავლენა საზოგადოებაში, გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ქართულ პოლიტიკაზე და ის ერთ-ერთი გზაა, რა თქმა უნდა, ამ ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლის. ამიტომ არის საშიში იმ ადამიანების ასე თავისუფლად პარპაში ქართულ საზოგადოებაში, რომლებიც დიდი ხანია ვიცით, რომ ავლენენ კრემლისადმი გარკვეულ ლოიალურ განწყობებს და და აქვთ გარკვეული ტიპის კავშირები კრემლთან,“ - ამბობს გიორგი მოლოდინი.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ youtube-ის გვერდზე ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სანდრო ბრეგაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს ესაუბრება.
სატელეფონო საუბარი ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ რამდენიმე საათის წინ გასაჯაროვდა. საუბარია კგბ-ს ყოფილ პოლკოვნიკზე, რომელიც სანდრო ბრეგაძეს საქართველოში პროპანისა და ბუტანის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს უთანხმებს.