საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ივერი ბუაძე მედლით - "მხედრული მამაცობისთვის" დააჯილდოვა.
კაპიტანი ივერი ბუაძე თავდაცვის მინისტრის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, მხედრული მამაცობისთვის დაჯილდოვდა.
დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა.