29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
სანდრო ბრეგაძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის სატელეფონო საუბარი - ვისი დავალებით მოქმედებს "ქართული მარშის" ლიდერი

ვისი დავალებით მოქმედებს "ქართული მარში" - სოციალურ ქსელ youtube-ის გვერდზე ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სანდრო ბრეგაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ რამდენიმე საათის წინ გასაჯაროვდა. საუბარი არის კგბ-ს ყოფილ პოლკოვნიკზე, რომელიც სანდრო ბრეგაძეს საქართველოში პროპანისა და ბუტანის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს უთანხმებს.  

იგორ მოროზოვთან რამდენიმე წუთიანი დიალოგის დროს სანდრო ბრეგაძეს ჰპირდებიან, რომ კონკრეტული დავალებების შესრულების შემდეგ ის კრემლისთვის სანდო პირი გახდება.

ყოფილი პოლკოვნიკი ბრეგაძეს სატელეფონო საუბარში ეუბნება, რომ თუ ამ თემას საქართველოში "მოაგვარებს", საკმაოდ ბევრს გამოიმუშავებს. 

-სანდრო, გამარჯობა.

-საღამო მშვიდობის, იგორ ნიკოლაევიჩ, როგო ხართ?

-არამიშავს, შენი საქმე როგორ მიდის?

-როგორც იტყვიან, კორონავირუსია ჩვენთან, სხვა მხრივ ყველაფერი კარგად.

-იცი რა მითხარი, გაზის თემა ქართულ ბაზარზე აქტუალურია?

-კი კი, რა თქმა უნდა.

-ჩემი მეგობრები მთავაზობენ ასეთ კარგ წინადადებას. მათი თქმით, საქართველოში გაზის ბიზნესი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს. თუ ამ თემას შენ საქართველოში მოაგვარებ, არც ისე ცოტას გამოიმუშავებ ცხოვრებაში.

-ძალიან კარგი, იგონ ნიკოალევიჩ.

-მოკლედ, მიხედე საქმეს. პროპანით და ბუტანით შენ შეგიძლია გახდე სერიოზული ლიდერი. მე მოვილაპარაკებ პარტნიორებთან, რომ შენ იქნები ლიდერი.

დღის ამბები