ქუთაისში რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ახლგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.