29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში, 53 იმერეთში, 31 კი თბილისში დადასტურდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა.

მისივე ცნობით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები საქართველოს რეგიონებზე ასე გადანაწილდა: იმერეთი - 53, თბილისი - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია-7, რაჭა-ლეჩხუმი -1, მცხეთა-მთიანეთი -1.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული.​

გამოჯანმრთელდა კიდევ  40 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1534 შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 4988 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. 

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20-დე გაიზარდა.

 

დღის ამბები