29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
რუსეთმა შავი ზღვის აუზში სამხედრო წვრთნა "კავკასია 2020" დაიწყო

რუსეთმა სამხედრო წვრთნები სახელწოდებით "კავკასია 2020" დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, წვრთნები სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, შავი და კასპიის ზღვების აუზებში ტარდება და მასში 80 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

წვრთნებში ათასზე მეტი უცხოელი სამხედრო ჩაერთვება - მათ შორის სომხეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი-ლანკის წარმომადგენლები კი დამკვირვებლების როლს შეასრულებენ. რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული წვრთნები 26-ს სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები