ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაკავებების ფონზე გრძელდება. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, გუშინ გამართულ აქციაზე ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ მინსკში წყლის ჭავლი, ქალაქ ბრესტში კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინსკში დემონსტრაციის მიმდინარეობისას შეიზღუდა მობილური ინტერნეტის სიჩქარეც.
ქვეყანაში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს. ლუკაშენკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.