29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
თბილისის მეტრო დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება - ტრანსპორტი მოქალაქეებს 06:00-დან 24:00-მდე მოემსახურება

თითქმის 15 თვის შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

მიწისქვეშა საქალაქო ტრანსპორტი დღეიდან მგზავრებს დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტამდე მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე მეტროპოლიტენის ერთი საათით ადრე მუშაობის შეჩერება ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაციას უკავშირდებოდა, რომელიც უკვე დასრულდა.

სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.

"პროექტის ფარგლებში დემონტაჟი განხორცილდა 28 ძველი სავენტილაციო სისტემის და მათ ნაცვლად განთავსდა, სრულად ახალი, ევროპული სტანდარტის 32 სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მეტროს უსაფრთხოებას და შეუფერხებელ მოძრაობას," - განაცხადა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

დღის ამბები