29 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 225 ადამიანს, მათგან covid - 19 61 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, 255 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები