29 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი გამარჯვების შემთხვევაში ვაზის სამინისტროს შექმნის

შალვა ნათელაშვილი დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ჩავიდა. "ლეიბორისტების" ლიდერი ადგილობრივებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ვაზის სამინისტროს შექმნის, რომელიც რეგიონში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს და გლეხებს დაეხმარება.

"როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შევქმნით ვაზის და მეღვინეობის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვა იქნება აღდგენილი და ის დოლარის კურსზე იქნება მიბმული,"-განაცხადა კახეთში "ლეიბორისტური პარტიის" ლიდერმა შალვა ნათლაშვილმა.

დღის ამბები