29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს ბორდი 25 სექტემბერს დაამტკიცებს. გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს 9 წევრმა უნდა მიიღოს.

სამშაბათს დანიშნულ სხდომაზე ბორდის წევრები კანდიდატებზე იმსჯელებენ და იმ პირებს დაასახელებენ, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის.

ვასილ მაღლაფერიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი.

დღის ამბები