29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ჩაერთვებიან თუ არა ნაფიცი მსაჯულები შაქარაშვილის საქმის განხილვაში - ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ ჩაინიშნა

ხვალ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. წინასასამართლო სხდომაზე მათ გადაწყვეტილება უნდა თქვან, სურთ თუ არა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

პარალელურად ადვოკატები სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილი დაუშვებლად სცნო. საუბარია რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტზე, ბრალდებულების გამოკითხვასა და დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებებზე.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სხდომა უნდა გადაიდოს. 

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე არ აკონკრეტებს, იმ შემთხვევაში თუ ხვალ პროცესი გაიმართება, თანახმა იქნება თუ არა ბრალდებული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

გადაწყვეტილება მიღებული აქვს ვახტანგ ჩიქოვანს, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა "კურიერს" განუცხადა, ჩიქოვანი საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვაზე უარს ამბობს.

როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე "კურიერთან" ამბობს, ბრალდებულებს პროცესებში ნაფიც მსაჯულების ჩართვა არ უნდა აწყობდეთ.

დღის ამბები