29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას ეხება.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ ჩაინიშნა, სადაც ბრალდებულები გადაწყვეტილებას გააჟღერებენ, სურთ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

"სასამართლომ ფაქტობრივად დაცვის მხარის უმრავლესი მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, ჩვენ კანონშესაბამისად გავასაჩივრეთ ეს 5 დღის ვადაში. 

სასამართლომ უნდა გადადოს აღნიშნული საქმის განხილვა, ვინაიდან მას არ ექნება საქმის მასალები იმისათვის, რომ განიხილოს კონკრეტული საქმე, მათ შორის განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების თაობაზე, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წესს, თუ როგორ ხდება საჩივრის წარდგენის შემდეგ აპელაციაში საჩივრის გადაგზავნა," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. 

დღის ამბები