29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის შვილზე უკანონო თვალთვალი ხორციელდება

"ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის 21 წლის შვილზე უკანონო თვალთვალი ხორციელდება. დეკანოიძემ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ვინაობა გაასაჯაროვა.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მანქანის მძღოლი, რომელიც მის შვილს დაჰყვებოდა და სურათებს უღებდა, გლდანის განყოფილების თანამშრომელია.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შსს-ს აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის პირველ განყოფილებაში.

აქვე მინდა მოვუწოდო პროკურატურას, გამოიძიონ პოლიტიკოსზე და მისი ოჯახის წევრზე უკანონო თვალთვალის შესახებ,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ

დღის ამბები