მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის.
მეცნიერმა ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში განაცხადა, რომ "ნოვიჩოკის" შექმნით, დიდი შეცდომა დაუშვა.
მირზაიანოვი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, აცხადებს, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება შხამის წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა.
მისივე თქმით, ნავალნი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან მის გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდება.