29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
დავით ფურცხვანიძის პასუხები არის ზოგადი, არ აკონკრეტებს არც ქვეყანას და არც პიროვნებას, ვისგანაც შესაძლებელია ეს ფოტოები მიეღო - პროკურორი 

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე სამ საათზე მეტია დავით ფურცხვანიძე იკითხება. ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვისგანაც მიხეილ რამიშვილმა ე.წ. "სატელიტის ფოტოები“ მიიღო.

პროკურორი, დავით გუმბერიძე ამბობს, რომ დავით ფურცხვანიძის პასუხები არის ზოგადი და ის არ ასახელებს წყაროს, საიდან მოიპოვა მან სატელიტის ფოტოები. 

"მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა და არც ის პიროვნება, კონკრეტულად ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო. მთელი ეს პერიოდი, რაც დაკითხვა მიმდინარეობდა, ეხებოდა კონკრეტულად სატელიტის ფოტოებს, თუ საიდან მოიპოვა დავით ფურცხვანიძემ ეს ფოტოები, ვინ იყო წყარო კონკრეტულად და რომელი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა სატელიტის ფოტოები. ჩვენს მიერ არა ერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ვერ მივიღეთ კონკრეტულ რეალური წყარო ან საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება გამოძიებამ იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, რაც წარმოადგინეს ჩვენთან, როგორც მტკიცებულება, წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას,“ - განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ

დღის ამბები