29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
38 წლის მამაკაცი, რომელიც კუთვნილ ხელფასს მუქარის ძალით ითხოვდა კომპანიის მენეჯერმა მოკლა - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მკვლელობა ხაშურში - კუთვნილი ხელფასის მისაღებად ყოფილ სამსახურში მისვლა 38 წლის მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმო "ელისში" ძველი თანამშრომლის გამოჩენამ და მისი მოთხოვნის დაყენებამ სიტუაცია დაძაბა. კონფლიქტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გარდაცვლილის მხრიდან დანით დამუქრებას კომპანიის ხელმძღვანელისგან საპასუხო, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოჰყვა. კომპანიაში ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მენეჯერმა თავდამსხმელის მისამართით თავდაპირველად, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა კონფლიქტის გაღვივების შემდეგ კომპანიის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ამჯერად დანით შეიარაღებულის მისამართით გაისროლა. ჭრილობა ფეხში სასიკვდილო აღმოჩნდა.

ბრალი ამ დრომდე დასაზუსტებელია, თუმცა 50 წლის მამაკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღი თანამშრომლებისა და საკუთარი თავის თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

დღის ამბები