29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"ლელოს" მხარდაჭერით, აეროპორტის დასახლების მოსახლეობამ პოლიკლინიკების გასხვისება აქციით გააპროტესტა

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის ახალგაზრდულმა ფრთამ მაჟორიტარ კანდიდატთან, ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად აქცია გამართა.

აეროპორტის დასახლების მცხოვრებლები პოლიკლინიკების გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანდაცვისთვის შესაბამისი პირობები არ აქვთ.

ისინი მიმართავენ ხელისუფლებას მოთხოვნით, რომ თანხა და ფართი გამოიყოს, რათა დასახლების მცხოვრებლებს პოლიკლინიკა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეები შენობის გასხვისებაზე პასუხისმგებლობას მერიას და მთავრობას აკისრებენ.

დღის ამბები