29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
სიმბოლურია, რომ COVID-19 19 სექტემბერს დამიდასტურდა და ჩვენს პარტიასაც წილისყრაში საარჩევნო ნომრად 19 შეხვდა - ჯაბა ჯიშკარიანი

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ინფიცირების წყარო მისი თანაპარტიელი, ლევან გოგიჩაიშვილია.

პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრი ბოჭორიშვილის ცენტრში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

როგორც დღეს ჯიშკარიანმა "კურიერს" განუცხადა, სიმბოლურია რომ covid-19, 19 სექტემბერს დაუდასტურდა და ასევე, დღეს ცესკომ, მის პარტიას საარჩევნო ნომრად 19 მიანიჭა. 

"რაც შეეხება წყაროს - მე ყველა მეგობართან მქონდა კომუნიკაცია, ვისაც დაუდასტურდა COVID-19 და იმ დღიდანვე გადავედი თვითიზოლაციაში, შემდეგ კი კარანტინში. გუშინ მქონდა სიმპტომი - ყნოსვის და გემოს შეგრძნება დავკარგე და, ასევე, თავის ტკივილები მქონდა. კარანტინის ექიმმა დამიწერა რეკომენდაცია, რომ გადავსულიყავი ცხელების ცენტრში, სადაც ამიღეს PCR ტესტი. დღეს, 3 საათზე მოვიდა პასუხი და დამიდასტურდა კორონავირუსი. სიმბოლურია, რომ 19 სექტემბერს დამიდასტურდა COVID-19 და, ამასთანავე, "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წილისყრაში ამოუვიდა ნომერი 19, ჩვენი პარტიის რიცხვი. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას - ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,"- განაცხადა ჯიშკარიანმა. 

დღის ამბები