"ღირსეული პარტნიორი 2020"-ის დასრულებასთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, კონცერტი გაიმართა. დაცული იყო პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაცია. მუსიკის თანხლებით, სტადიონზე ბარბექიუ მოეწყო.
კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველო მომღერლებიც.