ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული გართულებები გახდა. ის ქალთა უფლებების აქტიური დამცველი იყო.
გინსბურგი აშშ-ს ისტორიაში მეორე ქალია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. მოსამართლის პოსტს 1993 წლიდან დღემდე 27 წლის განმავლობაში იკავებდა.