29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძის თქმით, უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციით, მათი შესაძლო დამძიმების და ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა 

თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომლის შესახებ ვირუსის გავრცელების დასაწყისში იქნა მიღებული, სწორი გადაწყვეტილება იყო. ცერცვაძე ამბობს, რომ ყველა პაციენტის კლინიკაში განთავსება, მიუხედავად იმისა, იყო ის მსუბუქ სიმპტომიანი თუ სრულიად უსიმპტიპო, ერთგვარად მის იზოლაციას და სხვებისთვის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა. 

აქვე, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ სრულიად უსიმპტომო პაციენტსაც კი შესაძლოა რაიმე სახის სიმპტომი გამოვლენოდა და არის შემთხვევები, როცა ვითარება სწრაფად მძიმდება.   

"საქართველოში იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ყველა pcr ტესტით დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული იქნებოდა ის სიმპტომიანი, მცირე სიმპტომიანი თუ უსიმპტომო, ყოფილიყო ჰოსპიტალიზებული. ამაზე შეიძლება მსჯელობა. მე დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. როცა ავადმყოფების რაოდენობა არის ძალიან მცირე როგორც საქართველოში როცა საწოლების არავითარი დეფიციტი არ იყო, არავითარი პრობლემა არ ი საწოლების მხრივ, ამ დროს უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაცია იყო გამართლებული, ჩემი აზრით, და ახლაც ვრჩები ამ აზრზე. იმიტომ რომ ჩვენ მინიმუმ ვახდენდით მის სახლიდან გამოყვანას და იზოლაციას. ეს ერთგვარი კარანტინი იყო მისთვის, რომ არ მოეხდინა ახლობლების დაინფიცირება,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

 

დღის ამბები