29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლაშა ცუცქირიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მის საცხოვრებელ სახლთან, იოსებიძის ქუჩაზე მოხდა.

ენმ-ს წევრის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ცუცქირიძეს საარჩევნო შტაბიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ნიღბიანი პირები იოსებიძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლაშა ცუცქირიძეს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ის ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

დღის ამბები