29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ყველა აღიარებს რომ ჯოგური იმუნიტეტის იდეამ კრახი განიცადა - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც ის ამბობს, რომ კოვიდის ვირუსი და სხვა სეზონური გრიპის პიკი ერთმანეთის თახნვედრაში იქნება, რასაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა მოჰყვება 

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არც ერთ ქვეყანას შეგნებულად არ აუღია თავის თავზე დარტყმა ვირუსის გავრცელების პირველ თვეებში, მისი თქმით, მათ უბრალოდ ვირუსის გავრცელების ტემპები ვერ აიცილეს თავიდან. 

"ვინ თქვა და რის საფუძველზე ამტკიცებს ბატონი გიორგი ან ნებისმიერ მისი თანამოაზრე, რომ ის, ვისაც აპრილ-მაის-ივნისში ჰქონდა ბევრი შემთხვევა, მას გრიპის პიკის პერიოდში არ ექნება ასეთივე პიკი და თანხვედრა გრიპთან? და ჩვენ, როდესაც არ გვქონდა აპრილ-მაის-ივნისში, ჩვენ გვექნება გრიპის პიკთან კოვიდის ტიპის თანხვედრა? რატომ, რა ლოგიკით, ეს ხომ სრულიად ალოგიკურია და მე არ მინდა ბატონი გიორგი რანგის ექიმს და ინტელექტუალს ვკადრო ეს, მაგრამ საიდან მოაქვს ესეთი რამე? ეს გამართლებული იქნებოდა თუნდაც მსჯელობის დონეზე ერთადერთ შემთხვევაში, თუ იმ აპრილ-მაის-ივნისში  ინფექციას გადაიტანდა არა 10 ათას და 20 ათასი ან 100 ათასი, როგორც არის სხვა ქვეყნებში ყველგან, ყველა გამოკვლევე ბმა გვიჩვენა, რომ ინფექცია მათ შორის უსიმპტომოც, გადატანილი აქვს მაქსიმუმ 10-12 პროცენტს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც 10-12 %-ზე მეტს ჰქონდეს გადატანილი ეს ინფექცია.

ისიც არ არის დასაბუთებული, არავის დაუდასტურებია, რამდენად მყარ იმუნიტეტს ტოვებს ეს კოვიდი და ის 10%-იც ვინ გადაიტანა, მათ დარჩებათ კი მყარი იმუნიტეტი, თუ შეიძლება ხელახლა დაემართოთ? არის შემთხვევები, რომ ხელახლა ემართებათ. ასე რომ 10% ვერ შექმნიდა ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს. ყველა აღიარებს, რომ ჯოგური იუნიტეტის იდეამ კრახი განიცადა,“ - განაცხადა თენგიზ თერცვაძემ.

 

დღის ამბები