29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ღია კორუფციის ხსენება ჩემთვის შემზარავი და შეურაცხმყოფელი იყო - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერის" ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებული კორუფციის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელი საკითხია.

მისი თქმით, მაშინ როცა  ექიმები 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში იღებენ 500 ლარს ხელფასს და ამავდროულად, სამთავრობო ჯგუფი, მთელი ძალებით მუშაობს, მსგავსი ბრალდების მოსმენა ცერცვაძის თქმით საკმაოდ მძიმეა.

"ღია კორუფციის ხსენება ჩემთვის იყო შემზარავი. ექიმების და სახელისუფლებო პირების მიმართ ამ ტერმინის გაჟღერება, იყო საზარელი. ჩემს ექიმებს 500 ლარი აქვთ ხელფასი, ამის გაჟღერებაც კი შეურაცხმყოფელი იყო. 

რა ღია კორუფციაზეა საუბარი?! არც ვიცი ამის მექანიზმი, რანაირად უნდა იყოს კორუფცია, უსიმპტომო პაციენტის გატარება? ძალიან მძიმე მოსასმენი იყო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები