29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერის" ეთერში ინფექციონისტ გიორგი კანდელაკისა და რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის ციტატებს ეხმაურება.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება. თუმცა, ის  გიორგი კანდელაკის ფრაზას "ვირუსული ტალღის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია"- კატეგორიულად არ ეთანხმება.

"ჩვენ ამაზე გვაქვს მკაფიო შეხედულება, ჩვენ მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მისი მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბატონ გიორგის და ბატონ კალოიანის იგივე მოსაზრება, მე მართალი რომ გითხრათ, არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თუ ის ასე ამბობს - ასეა. ეს იმდენად შეუძლებელია, რომ ჩვენ, აპრიორი, არ უნდა შევეცადოთ შეჩერებას, პანდემიის ტალღის შენელებას, რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევები რომ გვქონდეს ამისთვის ღონისძიებების გატარებას, რაც შეიძლება ნაკლები სიკვდილობა რომ გვქონდეს ამისთვის ძალიან აქტიური ღონისძიებების გატარებას იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, მთავარი ეს არის დანაკარგი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლის.

სოფისტიკურ მსჯელობად მიმაჩნია მსჯელობა, როცა ფორმალურად სწორი მსჯელობით აკეთებ არასწორ დასკვნას. ეს არის სოფისტიკა, რომ რესპირაციული პანდემიური პოტენციალის მქონე ინფექციის შეჩერება შეუძლებელია და ამიტომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. მთლიანად შეჩერება შესაძლოა შეუძლებელია, ისიც ზოგ შემთხვევებში, გააჩნია პანდემიას და გააჩნია ინფექციას," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები