პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახს გაყალბებული სატელიტური ფოტოები მიაწოდა პროკურატურაში იმყოფებოდა.
დავით ფურცხვანიძემ უარი განაცხადა პირველწყაროს დასახელებაზე, რომელმაც მას ფოტოსურათი მიაწოდა და რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ეს სატელიტით გადაღებული ფოტოსურათია.
სწორედ ამის გამო, პროკურატურა ხვალ სასამართლოს მიმართავს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დავით ფურცხვანიძისგან სიმართლის გაგებას შეეცდება.
"დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე გამოკითხვაზე, ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა ელექტრონული ტექნოლოგიები და შესაბამისად ჩატარდება შესაბამისი ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამასთან არის დაკავშირებული. თუმცა, დავით ფურცხვანიძემ ამ ეტაპზე არ დაასახელა წყარო და ამავდროულად, უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე მოცემულ შემთხვევაში, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა. ასევე, იგეგმება თავად დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებაში რიგი საგამოძიებო მოქმედებები," - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.