29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
დავით ფურცხვანიძე გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანხლებით ითხოვს

დავით ფურცვხანიძემ, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, პროკურატურა დატოვა და დაკითხვაზე უარი განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც მან ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს გადასცა, კონფიდენციალური წყაროსგან აქვს მიღებული.

"უცხოეთიდან მივიღე კადრები. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არაოფიციალური გზით არის მიღებული. მიდგომა არის ძალიან არაოფიციალური, ჩხრეკა და კადრების ამოღება. ჩემი მოთხოვნით, გამოკითხვა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანხლებით მოხდება,"- განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

დღის ამბები