29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი გაჩნდა ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე  კვების ობიექტ "ტაიკოში". არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროღუმელს გაუჩნდა, რის შედეგადაც პირველ სართულზე კაფეს სამზარეულოს ნაწილი დაიწვა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. თვითმხილველების თქმით, მომხდარის გამო დაპირისპირება მოხდა კაფეს მეპატრონესა და ადგილობრივებს შორის.

ადგილობრივების მტკიცებით, იქ კვების ობიექტის არსებობა არ შეიძლება, თუმცა მათ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ. ერთ-ერთ ადგილობრივს სასწრაფოს დახმარება დასჭირდა. ამ დროისთვის, ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

დღის ამბები