29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ტყვია, რომელიც არ იყო განკუთვნილი შვიდკაცას კაპიტნისთვის და ფარული შეხვედრა გასროლამდე ერთი დღით ადრე - დაჭრილი მორაგბე "კურიერთან" დეტალებს ასაჯაროებს

დაჭრილმა მორაგბემ დუმილი პირველად "კურიერთან" დაარღვია. რამაზ ხარაზიშვილი საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში რაგბის ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირებაზე, 12 წლიან სისტემურ პრობლემებზე, ფინანსურ კრიზისსა და მომხდარის დეტალებზე საუბრობს. ამბობს, რომ ტყვია რომელიც მოხვდა სხვისთვის იყო განკუთვნილი. "კურიერს" უყვება, რომ შემთხვევის დროს მერაბ ბესელია სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

"კურიერმა" გაარკვია, რომ გასროლას წინ ფარული შეხვედრა უძღოდა, რომელიც წინა ღამეს გამგეობის თავმჯდომარეს გოჩა მაჭავარიანსა და ვიცე პრეზიდენტ მერაბ ბესელიას შორის შედგა. მთავარი განსახილველი საკითხი მერაბ ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა იყო. მეორე დღეს კი გაღიზიანებული ვიცე პრეზიდენტი საკუთარი პოსტის დასაცავად კავშირში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. კრიტიკული კითხვებიც სწორედ გამგეობის თავმჯდომარეს ეკუთვნოდა თუმცა საბოლოოდ გასროლილი ტყვია რამაზ ხარაზიშვილს მოხვდა.

ის, რომ რაგბის კავშირში ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირების გარდა პრობლემები ფინანსებში, მმართველობის სისტემასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში არსებობს დაჭრილი მორაგბეც ადასტურებს. 

დღის ამბები