29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ნოემბერ-დეკემბერში საბერძნეთთან ავიამიმოსვლა აღდგება - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავას თქმით,  საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

"ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ უნიკალურ, მაღალი დონის ფორუმს. ჩვენთან იმყოფება 15 ქვეყნის ლიდერი ტურისტული ინდუსტრიის. ანუ, ტურისტული დარგის ხელმძღვანელი. ეს არის 15 ქვეყნის მინისტრები და მოადგილეები, ვინც პირველად პანდემიის პირობებში ფიზიკურად შეიკრიბა და ამისთვის სწორედ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა შეარჩიეს და აქ იმსჯელეს და მიიღეს ე.წ. თბილისის დეკლარაცია გლობალური ტურიზმის მომავალთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ წევრი, ვინც არის ჩამოსული, ეს არის საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მასთან, ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მიმოსვლა აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ნოემბერი, დეკემბრის საქმეა,“ - განაცხადა "დღის კურიერში" ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ოპოზიციის წევრები ნათია თურნავას კითხვა დაუსვეს, რატომ არ არის საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყნების სიაში იმ დროს, როდესაც ქვეყანას უკეთესი სტატისტიკა აქვს კორონავირუსის მიმართულებით ვიდრე სხვა ქვეყნებს.

დღის ამბები