29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
გარყვნილი ქმედება მცირეწლოვნებზე - ძალადობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს შესაძლოა ბრალი კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე წაუყენონ

არასრულწლოვანი, რომელიც მცირეწლოვნებზე გარყვნილი ქმედების და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული - საზარელ ამბავს, რომელსაც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყვებიან 9 წლის დაზარალებული ჰყავს. დანაშაულს ერთ წლიანი ისტორია აქვს. 14 წლის მოძალადე მოზარდთან სექსუალურ ურთიერთობას სისტემატურად, მათ შორის სკოლაშიც ამყარებდა.

ერთწლიანი დანაშაულის დროს ნათესაურ კავშირში მყოფი ბიჭი მსხვერპლს დანით არაერთხელ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. 9 წლის ბიჭი მომხდარის შესახებ იმ დრომდე ვერ ჰყვებოდა, სანამ მშობლებმა ამის შესახებ ძალადობის თვითმხილველი მეზობლისგან არ შეიტყვეს. არასრულწლოვანმა, დანით დაშინების გზით, ძალადობა სცადა ამავე სოფელში მცხოვრებ 8-9 წლის ძმებთანაც, ბავშვები სოფლის მიტოვებულ შენობაში მოტყუებით, სათამაშოდ შეიყვანა და მათთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

14 წლის მოზარდის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც მოძალადე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მოძალადესთან ერთად პატიმრობაში გადაიყვანეს დაზარალებული ძმების მამაც, რომელმაც შემთხვევის გაგების შემდეგ ბრალდებულს ჭრილობა ყურის არეში მიაყენა. ადგილობრივები დღეს მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან დაზარალებული ბავშვების მამის გათავისუფლებასა და ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულს გამოძიების პროცესში ბრალი კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე წაუყენონ. საქმეში ისეთი დანაშაულები ფიგურირებს, როგორიცაა ძალადობა და მუქარა, ასევე ცივი იარაღის ტარებაც. დაზარალებულ მოზარდებს ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო კვლევა უკვე ჩაუტარდათ.

დღის ამბები