29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ემოციური გამოსვლები, სიტყვიერი დაპირისპირება და დემარში - ეკონომიკის მინისტრის 4 საათიანი ინტერპელაცია პარლამენტში

4 საათიანი ინტერპელაცია, 6 კითხვა ეკონომიკის მინისტრს და ხმაურიანი კამათი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის - ნათია თურნავა დღეს დეპუტატების კითხვებს პარლამენტში პასუხობდა.

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. ოპონენტების ინტერესს პანდემიის პირობებში გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენდა - კორონავირუსის გამო ჩაკეტილი საზღვრები და პირველ ეტაპზე დაწესებული შეზღუდვები.

4 საათიანი ინტერპელაცია ისე დასრულდა, რომ ოპოზიციამ ნათია თურნავას შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლა არ მოისმინა.

ნათია თურნავა ბოლო მინისტრი იყო, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარსდგა.

დღის ამბები