29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
კიდევ ორი ინფიცირებული საკანონმდებლო ორგანოში - პარლამენტი კოვიდინფექციის ახალი კერა გახდა

საკანონმდებლო ორგანო კოვიდინფექციის ახალი კერა გახდა. ინფიცირებულები ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" აპარატის და სამეურვეოს თანამშრომლები არიან.

ორივე პაციენტი უკვე კოვიდცენტრებში მკურნალობს, მათ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვთ და აღენიშნებათ მხოლოდ ტემპერატურა.

ინფიცირებულთან მყოფი ყველა კონტაქტი იზოლაციაშია, პარლამენტში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები.

კოვიდდადებითის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს PCR ტესტირება.

კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში ამ დროისთვის 1657 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, 75-ზე მეტის მდგომარეობა კი მძიმეა.

დღის ამბები