29 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
კორონავირუსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს დაუდასტურდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

"იმის გამო, რომ უნივერსიტეტში უკვე გაცემული იყო რეკომენდაცია დისტანციური მუშაობის შესახებ, კოვიდინფიცირებულ თანამშრომლებს პირდაპირი კონტაქტი დანარჩენ თანამშრომლებთან არ ჰქონდათ. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტში ყველა ის ღონისძიება ტარდება, რომელიც გათვალისწინებულია, რომ დავიცვათ თანამშრომლების ჯანმრთელობა. არც ერთ თანამშრომელს ბათუმში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ,  სად მოხდა მათი ინფიცირება, ინფორმაცია არ გვაქვს,"- აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორ კი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის თქმით, წელს პირველად ხდება როდესაც covid-19-ის და გრიპის ინფექციის თანხვედრაა მოსალოდნელი.

"ჩვენ ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს, რადგან პირველი სეზონი იქნება, როდესაც ორი ინფექციის თანხვედრა მოხდება, covid-19-ის და გრიპის ინფექციის. ყველა კლინიკას დაევალა, დროულად მოიმარაგონ გრიპის სწრაფი ტესტებიც, რომ როდესაც ნოემბერში ეს პროცესი დაიწყება, ადვილად მოვახდინოთ დიფერენცირება, ამ ორი ინფექციის," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები