29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ინფიცირებულებს შორის ძირითადად მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები ჭარბობს, ვიდრე კრიტიკული - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ინფიცირებულებს შორის, ძირითადად მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები ჭარბობს.

"ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, ვიდრე კრიტიკული. ძირითადად მაინც ესენი გახლავთ უსიმპტომოები, ამ საერთო რიცხვიდან 1639-დან 10-15 პროცენტის ფარგლებში არიან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გადადიან ძირითადად საკარანტინო სივრცეში და იქ იმართებიან,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ, 13 კრიტიკული პაციენტია, 5 კი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. 

"გვყავს 13 კრიტიკული პაციენტი. 5 გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, აქედან 4 აფახაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. მოგეხსენებათ, აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს, თუ რამე მძიმე შემთხვევა არის, სწრაფად გადმოგვყავს ისინი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

8 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მაგრამ ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ინფიცირებულებს შორის, მძიმე 70-მდე ადამიანია,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში, რომელიც ცხელ წერტილად მოიაზრება, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, სიტუაცია ამ ეტაპზე სრულად მართვადია. 

დღის ამბები