29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
გამოწვევად ქცეული COVID-19 - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თბილისში გამართულ სესიაზე სფეროს გაჯანსაღების გზებზე იმსჯელა

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თვლიან, რომ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს
პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, რადგან ქვეყანამ უსაფრთხო დანიშნულების ადგილი შეინარჩუნოს.
ტურიზმი კორონავირუსს ერგება და ამ ფონზე ცდილობს ფეხზე წამოდგომას.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა, რომელიც პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ და ისიც საქართველოში, დღეს ინვესტიციებს მიეძღვნა. მოქალაქეების ჯანმრთელობა, სოციალური დახმარების პაკეტები და ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენა - საქართველო სამივე კომპონენტს აკმაყოფილებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მადრიდში ბრუნდება. 112-ე სესია ისტორიული დეკლარაციით დასრულდა, რადგან მისი მთავარი ხაზი COVID-19-ით მიყენებული კრიზისის გადალახვა იყო. გაეროში თანხმდებიან, რომ დარტყმის შესამსუბუქებლად სინქრონულ ნაბიჯებს გადადგამენ, მათ შორის ერთად აღადგენენ ნდობას ტურისტებში მათთან სრული ინფორმაციის გაზიარებით, ხელს შეუწყობენ სექტორში დასაქმებულებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და საერთო თამაშის წესებით იმოქმედებენ.

დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თბილისური სესიის ფარგლებში მასტერქარდმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გააფორმა, რომელითაც ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს უნიკალურ ციფრულ შეთავაზებებს ჰპირდებიან.

დღის ამბები