29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
სანდრო სულაძის "გუშაგები" კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია

სანდრო სულაძის "გუშაგები" კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო გადაღებები, შეიცვალა პროექტის დასრულების ვადები, ამის მიუხედავად "გუშაგები" საპრემიერო ჩვენებებისთვის ემზადება.

ფილმის გადაღებები იმერეთში, სოფელ ლიხაშხოში მიმდინარეობდა. ეს არის ამბავი ძმებზე, რომლიც საგულდაგულოდ ემზადებიან, სახლ-კარი ხიფათისგან დაიცვან და სახურავზე საგუშაგოს აწყობენ.

ფილმი, პირველი ქართული პროექტია, რომელიც ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალთან არსებული Berlinale Talents-ის მოკლე ფილმების პლატფორმისთვის შეირჩა.

დღის ამბები