29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა რაგბის კავშირში - შვიდკაცას დაჭრილი კაპიტანი დაპირისპირების მიზეზად "კლანთან" ბრძოლას ასახელებს

ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება. კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაჰესის იზოლატორში იმყოფება. მის მიერ ფეხში დაჭრილი მორაგბე კი სახლში გაწერეს.

რაც შეეხება ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებას, კლუბების წარმომადგენლები კვლავ რაგბის კავშირის 12 კაციანი გამგეობის სრულად გადადგომას მოითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები, პირდაპირ ასახელებენ იმ პირებს, ვისზეც ამტკიცებენ, რომ თანხების გაფლანგვაში მონაწილეობდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელები კორუფციაზე, კლანებსა და გაფლანგულ მილიონებზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. ამავე ჯგუფის წევრია დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილიც, რომელიც 31-მა კლუბმა აირჩია.

დღეს დუმილი დაარღვია კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმაც. სწორედ მის მმართველობის პერიოდს უკავშირებენ გაფლანგულ თანხებს, რასაცა კატეგორიულად უარყოფს გოჩა სვანიძე. რაგბის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების დასრულების მოლოდინშია და ამბობს, რომ ცრუ ბრალდებებს პასუხს თავად პროკურატურა გასცემს.

დღის ამბები