29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
გაფრთხილება თუ პროგრესი - ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკურ სპექტრში ტრადიციულად ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა 

ევროპარლამენტმა საქართველო ევროკაშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში დაამტკიცა. რეზოლუცია დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევას პროგრესულად აფასებს. დადებითი შეფასება მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის ფორმირების პროცესმაც.

გარდა პოზიტიური შეფასებებისა, რეზოლუციაში მოხვდა კრიტიკაც - ევროპელი დეპუტატები პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზეც საუბრობენ.

ამასთან, რეზოლუციაში ნახსენებია 20 ივნისის საქმეც - ევროპარლამენტი მოუწოდებს ქვეყანას, გამოიძიოს სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების ყველა ის ინციდენტი, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა.

ევროპელი კანონმდებლების შეფასებით, საქართველომ დემოკრატიის ტესტი არა მხოლოდ არჩევნებით, არამედ, მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებით, მედია თავისუფლების უზრუნველყოფითა და კანონის უზენაესობის განმტკიცებითაც უნდა ჩააბაროს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ოპოზიცისთვის ხელისუფლების მკაფიო გაფრთხილებაა, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიაროს.

ის, რაც ოპოზიციის შეფასებით, საგანგაშო და ხელისუფლების გაფრთხილებაა, მმართველი გუნდისთვის საქმიანი და დაბალანსებული ანგარიშია. "ქართული ოცნების" ლიდერებმა რეზოლუციაში საქართველო- ევროკავშირის შეუქცევადი დაახლოვება ამოიკითხეს. 

რეზოლუცია უკვე დამტკიცებულია. ანგარიშის კენჭისყრას წინ ორდღიანი დებატები უძღოდა.

დღის ამბები