29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ევროპარლამენტმა შსს-ს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით დადებითად შეაფასა

ევროპარლამენტის რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, დადებითად აფასებს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაძლიერებულ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. 

"დოკუმენტში ხაზგასმულია და პოზიტიურადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსა და ევრო-პოლს შორის გაძლიერებულ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. ხაზგასმულია სამართალდამცავი უწყებების როლი ტრანსნაციონალური დანაშაულების, ადამიანით ვაჭრობის ან ტრეფიკინგის და ნარკოტიკული დანაშაულების შემცირების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ევროპარლამენტი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას,"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დღის ამბები