29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში შევიდა. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანის საქმიანობით მისი პოლიტაქტივობის გამო დაინტერესდა.

"ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რათა მე არჩევნებიდან კანდიდატურა მოვხსნა. ერთ თვეზე მეტია ჩემზე ზეწოლა მიმდინარეობს, მიზანია პოლიტიკიდან წავიდე. ღამით მოვიდნენ და გააღვიძეს ბუღალტერი, რომელმაც ახლახანს გულის ოპერაცია ჩაიტარა. მისგან ყველანაირი დოკუმენტაცია წაიღეს და კომპანია ფაქტობრივად პარალიზებულია. კომპანიის მფლობელი მხოლოდ ჩემი ძმა არაა, ის მხოლოდ 20%-ს ფლობს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” მდივანი ენზელ მკოიანი. 

დოკუმენტების დალუქვისა და გატანის ამსახველი კადრები თავად მკოიანმა გაავრცელა. 10 სექტემბერს აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი გაზის კომპანიას ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები