29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ სადენს კომპანიის ქსელიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ  კომპანიამ გადაამოწმა და აღნიშნულ სადენს, ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. კომპანიის ქსელში წარმოებული მანიპულაციებისას ნებისმიერი ხარვეზი  კი, გამორიცხულია.

"მოთხოვნის შესაბამისად,  ხაზი გაითიშა 14 საათსა და 18  წუთზე. ამის შემდეგ დაიწყეს ხაზზე მუშაობა, ელექტროენერგია რომ შეწყეტილი არ ყოფილიყო, მუშაობასაც, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებდნენ. უნდა ითქვას, რომ არც მომდევნო პერიოდში აღდგენილა ძაბვის მიწოდება კომპანიის ქსელიდან. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრიდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, ის მიმართულებაც არ არის ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრება. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს სიმართლეს,"- აღნიშნულია განცხადებაში.  

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან, რომლებიც თავიანთ ქსელში მავთულებს ჭიმავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე  ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები